თბილისში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება.
პროტესტის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან, თუმცა მანამდე სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობას მოაწყობენ.
უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სტუდენტების მსვლელობა „მზიურის“ პარკიდან 15:00 საათზე. ასევე, პარლამენტისკენ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 17:00 საათზე, ხოლო 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ - ექიმები, ექთნები, რეზიდენტები.
„არ ვიღლებით და ვაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას ქალაქის სხვა უბნებშიც“,- აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.