"ცხენზე ამხედრებული მეოჯახეები ისე იმუქრებიან, სხვისი ოჯახების დასარბევად შემართულებს ჰგვანან... ნუ იბრიქებით, სადამსჯელო რაზმების დღესასწაული დაარქვით" - ნათია ფანჯიკიძე | Allnews.Ge

"ცხენზე ამხედრებული მეოჯახეები ისე იმუქრებიან, სხვისი ოჯახების დასარბევად შემართულებს ჰგვანან... ნუ იბრიქებით, სადამსჯელო რაზმების დღესასწაული დაარქვით" - ნათია ფანჯიკიძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი დღეს ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს აღ­ნი­შავს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით,ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 17 მა­ი­სი უქმე დღედ გა­მო­ცხად­და.

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბის პოსტს ავ­რცე­ლებს."არ მაქვს არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ­ცერთ დღე­სას­წა­ულ­თან ან ახ­ლად და­წე­სე­ბულ დღეს­თან. პი­რი­ქით, მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის "იძუ­ლე­ბა", ერ­თად შეკ­რი­ბოს სამ­ხი­ა­რუ­ლო მოვ­ლე­ნამ. ოჯა­ხის სიწ­მინ­დეც, გა­სა­გე­ბია, რომ იდე­ა­ლია და არა მო­ცე­მუ­ლო­ბა. ისე რო­გორც იდე­ა­ლია ნე­ბის­მი­ე­რი დღე­სას­წა­უ­ლი, მის­წრა­ფე­ბა უკე­თე­სის­კენ. პრობ­ლე­მა ისაა, რომ როცა ნე­ბის­მი­ერ იდე­ას, "იდე­ალს" სხვი­სი დათ­რგუნ­ვის, შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ზანს უსა­ხავ, ბრა­ზით და გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვი­ლით მუხ­ტავ, მას აღა­რა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო არც ზე­იმ­თან, არც ოჯახ­თან, არც სიყ­ვა­რულ­თან და არც სი­ხა­რულ­თან.

ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი ისე იმუქ­რე­ბი­ან მა­თი­ვე გო­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მტრე­ბის ფან­ტო­მე­ბის მი­სა­მარ­თით, სხვი­სი ოჯა­ხე­ბის სათ­რე­ვად და და­სარ­ბე­ვად შე­მარ­თუ­ლებს ჰგვა­ნან და არა სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ხა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. არა­და ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ მთე­ლი ქვე­ყა­ნა - ნამ­დვი­ლი იდე­ა­ლი ესაა.იქ­ნებ ეცა­დოთ ამაღ­ლე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი და გრძნო­ბე­ბი დახ­ვე­წოთ სა­ამდღე­ოდ და მერე ყვე­ლა იზე­ი­მებს თქვენ­თან ერ­თად, მი­თუ­მე­ტეს, რომ კვლავ გა­ვი­მე­ო­რებ, დღე­სას­წა­უ­ლის არსი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს მის­წრა­ფე­ბას და არა მო­ცე­მუ­ლო­ბას, არას­დროს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს რა­ი­მე სა­ხის მა­სობ­რივ, რე­ა­ლურ ბედ­ნი­ე­რე­ბას.

სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ხალ­ხი აგ­რე­სი­უ­ლი არ არის. ოჯა­ხი კი ყვე­ლას­თვის წმინ­დაა, იმ მშობ­ლე­ბის­თვი­საც, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის შვი­ლე­ბი ჰყავთ. მათ­თვი­საც, ვი­საც ოჯა­ხი და­ენგრა და ძვირ­ფას ნან­გრე­ვებს უვ­ლის და მათ­თვი­საც, ვინც ოჯა­ხი ვერ შექ­მნა და ფუძე, მშობ­ლე­ბი და წი­ნაპ­რე­ბი ეძ­ვირ­ფა­სე­ბა. ნუ იბ­რი­ქე­ბით, ნუ იმუქ­რე­ბით, პა­ტი­ვი ეცით ადა­მი­ა­ნებს, ან სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი და­არ­ქვით, რაც ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, რო­გორც თავს გა­მო­ხა­ტავთ, უფრო სწო­რი სა­ხე­ლი იქ­ნე­ბა." - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღის აღ­ნიშ­ვნის­კენ მუ­წო­დე­ბენ.

myquiz