"გლდანის დიდი ტბა გადარჩება,"- რა განცხადებას ავრცელებს კონსტანტინე ზარნაძე?
გლდანის თეთრი ტბის ბედი დიდი ხანია რაიონის მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტბა დაშრობის პირასაა და სასჭრაფოდ საჭიროა წყლის შევსება.
ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" კონსტანტინე ზარნაძემ ტბასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა:
"ოფიციალურად!
გლდანის დიდი (თეთრი) ტბა გადარჩება, მისი ხელოვნურად შევსება მოხდება GWP ქსელებიდან, ასევე, მეორე ეტაპზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, წყლით შევსების მიზნით - იგეგმება სანიაღვრე კოლექტორის ბუნებრივი წყლებით შევსება, ზემოაღნიშნული ღონისძიებებით ჩვენ შევინარჩუნებთ და გადავარჩენთ გლდანის ტბას!
მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც იგრძნო საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავიდანვე ჩაერთო ტბის გადარჩენის აქტივობებში, ერთად ყველაფერს შევძლებთ!დიდი მადლობა დედაქალაქის მერს - კახა კალაძეს აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის!"- წერს ის.