"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ" - რას წერს კლინიკიდან დავით ქაცარავა, რომელსაც აქციაზე სასტიკად სცემეს | Allnews.Ge

"საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ" - რას წერს კლინიკიდან დავით ქაცარავა, რომელსაც აქციაზე სასტიკად სცემეს

აქ­ცი­ა­ზე სას­ტი­კად ნა­ცე­მი და­ვით ქა­ცა­რა­ვა კლი­ნი­კი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემო მე­გობ­რე­ბო!

ვიცი, რომ უამ­რა­ვი მე­სი­ჯია ჩემს ინ­ბოქსში, სა­ტე­ლე­ფო­ნო მე­სი­ჯებ­ში, რომ­ლებ­საც ჩემს მო­პა­რულ ტე­ლე­ფონ­ში პა­რა­ლე­ლუ­რად კი­თხუ­ლო­ბენ "შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­ში", სა­დაც თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რაა გა­მო­ხა­ტუ­ლი.

ბო­დიშს გიხ­დით, რომ ვერ გპა­სუ­ხობთ, მაგ­რამ რო­გორც კი გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბი, ყვე­ლა მე­სიჯს სა­თი­თა­ოდ წა­ვი­კი­თხავ და ყვე­ლას უდი­დეს მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ჩემი გამ­ხნე­ვე­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის!

დღეს თუ ჯან­მრთე­ლო­ბით ცუ­დად ვარ, სა­მა­გი­ე­როდ, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით ვარ მხნედ და მტკი­ცედ!

ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და ერთი სული მაქვს, კვლავ დავ­დგე თქვენს რი­გებ­ში, რათა ვიბ­რძო­ლო თქვენს მხარ­დამ­ხარ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.ჩვე­ნი ბრძო­ლა გან­წი­რუ­ლია გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად ვიბ­რძვით!

რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა! სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი ვე­ღარ გა­ი­ხა­რე­ბენ! ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი! ძალა ერ­თო­ბა­შია! მე თქვენ მიყ­ვარ­ხართ!" - წერს ქა­ცა­რა­ვა.

myquiz