"ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე" - რას აცხადებს ომბუდსმენის აპარატი აქციაზე დაკავებულ პირებზე | Allnews.Ge

"ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე" - რას აცხადებს ომბუდსმენის აპარატი აქციაზე დაკავებულ პირებზე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის სამ იზო­ლა­ტორ­ში და შეხ­ვდნენ 15 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბულ 16 პირს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი, რო­მელ­საც ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღე­ნიშ­ნე­ბა ნა­კაწ­რე­ბი, შე­შუ­პე­ბა, სი­წით­ლე.

„სამი მათ­გა­ნი მი­უ­თი­თებს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა­ზე/არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ზე, რის თა­ო­ბა­ზეც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს, ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით.

მათ შო­რის, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი, რო­მელ­საც ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღე­ნიშ­ნე­ბა ნა­კაწ­რე­ბი, შე­შუ­პე­ბა, სი­წით­ლე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს.

აპა­რა­ტი აგ­რძე­ლებს სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნას, მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz