რა ვიდეოკადრებს ავრცელებს შსს აქციიდან: ცნობილია რამდენი პირი დააკავა პოლიციამ - "პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი..." | Allnews.Ge

რა ვიდეოკადრებს ავრცელებს შსს აქციიდან: ცნობილია რამდენი პირი დააკავა პოლიციამ - "პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი..."

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის 13 პირი და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პრო­ტეს­ტი, სრუ­ლად გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა."უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში მე­სა­მე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის მიზ­ნით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 14 მა­ისს, 09:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყეს შეკ­რე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ად­გილ­ზე და იცავ­დნენ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბას.იმის­თვის, რომ დე­პუ­ტა­ტებ­სა და პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­პარ­ლა­მენ­ტო ორ­გა­ნო­ში უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლე­ლე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­სა და ბ. ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ე­ხა­ტათ პრო­ტეს­ტი.

პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ი­წყეს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლელ­ში მო­წყო­ბი­ლი რკი­ნის დამ­ცა­ვი ღო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა და შე­დე­გად მო­ა­ხერ­ხეს პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეღ­წე­ვა. გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე სა­ღე­ბა­ვე­ბით გა­ა­კე­თეს სხვა­დას­ხვა სა­ხის წარ­წე­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პრო­ტეს­ტი, სრუ­ლად გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი.მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ აქ­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ კა­ნო­ნი­ერ მო­წო­დე­ბებს სი­ტყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­როდ­ნენ სხვა­დას­ხვა ბლაგვ საგ­ნებ­სა და სა­ღე­ბა­ვებს.

ასე­ვე, სხვა­დას­ხვა რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გა­ნა­თავ­სეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე.პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში უნე­ბარ­თვო შეჭ­რის აღ­კვე­თის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მარ­თლწეს­რი­გის აღ­დგე­ნის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი ძალა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 13 პირი და­ა­კა­ვა.

ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი რკი­ნის ღობე აღ­დგე­ნი­ლია და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და მო­ნა­წი­ლე­ებს, და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს.სა­მი­ნის­ტრო შე­ის­წავ­ლის აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მომ­ხდარ ყვე­ლა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფაქტს და თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბას მკაც­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz