შსს ავრცელებს ვიდეომასალას ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების საქმეზე - "ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა" | Allnews.Ge

შსს ავრცელებს ვიდეომასალას ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების საქმეზე - "ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ უჩა აბა­ში­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის, კერ­ძოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და.სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 286-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც კრი­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ ჩა­დე­ნილ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის ხელ­ყო­ფას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის, კერ­ძოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 286-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით და­ი­წყეს, რაც კრი­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ ჩა­დე­ნილ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის ხელ­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩა­ტარ­და და ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში, ი. აბა­ში­ძის #22-ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, სა­ი­და­ნაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უ.ა. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 286-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც კრი­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ ჩა­დე­ნილ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მის ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მის ხელ­ყო­ფას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას თან ურ­თავს ვი­დე­ო­მა­სა­ლას, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

myquiz