"ხანდახან ოჯახში საჭმელიც არ იყო... მაგალითად, დღემდე არ ვჭამ მაკარონს, იმიტომ, რომ 2 წელი შინ მხოლოდ მაკარონი გვქონდა" - რას ჰყვება ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე ბავშვობაზე?
ხანდახან ოჯახში საჭმელიც არ გვქონდა; დედას შეეძლო ლავაში მოეხარშა, მარილი მოეყარა და ისე გვაჭმევდა, თითქოს ხაჭაპური იყო“
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველმა მილიარდერმა, ყაზახური Kaspi.kz-ის ერთ-ერთმა მფლობელმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ის აქციების 90% იყიდა. ეს არის ერთ-ერთი ბოლო, ხმაურიანი გარიგება, რომელიც ქართველმა მილიარდერმა დადო.
ამ დროისთვის ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 534-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 5.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, აქ ლომთაძე 6.27 მლრდ დოლარის ქონებით 458-ე პოზიციაზეა.
მიხეილ ლომთაძე უკვე დიდი ხანია ყაზახეთში მოღვაწეობს და ერთ-ერთი უდიდესი ადგილობრივი ბანკის Kaspi.kz-ის მმართველი და მფლობელია.
49 წლის ბიზნესმენი არ მიეკუთვნება იმ მილიარდერთა რიცხვს, რომლებმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღეს. სანამ წარმატებას მიაღწევდა, მიხეილი ძალიან ბევრს სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.
ბავშვობამიხეილ ლომთაძე ბათუმში, 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მისი მამა სამხედრო მოსამსახურე იყო. საშუალო ფენის ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. თუმცა, როგორც ლომთაძე მის youtube არხზე, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მისი მშობლებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო შვილებისთვის განათლების მიცემა. იყო პერიოდები, როდესაც სახლში საკვებიც კი არ ჰქონდათ, თუმცა მიხეილი და მისი და რეპეტიტორებთან მაინც დადიოდნენ და ამის სახსრები მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ გადანახული.
“დედას შეეძლო ლავაში მოეხარშა, მარილი მოეყარა და ისე მაჭმევდა, თითქოს ხაჭაპური იყო... სინამდვილეში ეს იყო უბრალოდ პური... ხანდახან ოჯახში საჭმელიც არ იყო, მაგალითად, დღემდე არ ვჭამ მაკარონს, იმიტომ, რომ ორი წელი სახლში მხოლოდ მაკარონი გვქონდა.
დღევანდელი გადმოსახედით მძიმე ცხოვრება გვქონდა, მაგრამ არასოდეს დავინტერესებულვარ სხვანაირი გატაცებებით. ძალიან კარგად ვსწავლობდი, ჩემი ცხოვრება იყო: სწავლა და სპორტი.
ყველანი ვცდილობდით, რომ ერთმანეთისთვის მხარი დაგვეჭირა“- იხსენებს მიხეილ ლომთაძე ALIBEKOVKZ-თან 2020 წელს, ვიდეო პოდკასტში.
სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მიხეილმა თბილისში, ბიზნესის სკოლა ESM-ში გააგრძელა სწავლა. მამის სურვილი იყო, რომ მიხეილს საინჟინროზე ჩაებარებინა, თუმცა, მას არ დაუჯერა და სწავლა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით გადაწყვიტა.
სტუდენტმა, სწავლის თანხის დასაფარად მაშინ ფული ბიძისგან ისესხა და მთელი 5 წლის სწავლის საფასური ერთბაშად დაფარა. სწორედ ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი მომგებიანი გადაწყვეტილება - ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მან 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა. გააგრძელეთ კითხვა