მილიონერი მამა ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარს უჭერს, მისი ქალიშვილი კი წერს: "გვერდში ვუდგავარ თითოეულ თქვენგანს, ვინც ასე იბრძვით ქვეყნის მომავლისთვის... არა რუსულ კანონს!" | Allnews.Ge

მილიონერი მამა ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარს უჭერს, მისი ქალიშვილი კი წერს: "გვერდში ვუდგავარ თითოეულ თქვენგანს, ვინც ასე იბრძვით ქვეყნის მომავლისთვის... არა რუსულ კანონს!"

ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ფხა­კა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი ფხა­კა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი წერს:

"ამ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს და ითხოვს ჩემ­გან პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მე ყო­ველ­თვის შორს ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კის­გან და თავს ვი­კა­ვებ­დი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან, მაგ­რამ დღეს უბ­რა­ლოდ მთე­ლი გუ­ლით მინ­და, რომ ორი­ო­დე სი­ტყვა გი­თხრათ: მე გვერ­დში ვუდ­გა­ვარ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, რომ­ლე­ბიც გა­რეთ ხართ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და ასე იბ­რძვით ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის.

მე ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი ჩემი გა­მომ­წე­რე­ბის მი­მართ და ამი­ტო­მაც თქვენ­გან ძა­ლი­ან დიდ სით­ბო­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი.

უკვე 12 წე­ლია ევ­რო­პა­ში ვცხოვ­რობ და ჩემს ოჯახ­თან ერ­თად მთე­ლი გუ­ლით ვი­ზე­ი­მე ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა.

დღეს მე ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ ვხე­დავ ამ ბოლო დღე­ებ­ში ჩემი ოჯა­ხის მი­მართ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და ყვე­ლა, ვინც იც­ნობს ჩემს ოჯახს ან ჰქო­ნია მათ­თან მცი­რე­ო­დე­ნი შე­ხე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ისი­ნი ყო­ველ­თვის გვერ­დში უდ­გა­ნან ქარ­თველ ხალ­ხს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­სა თუ მის გა­რეთ ამ­კვიდ­რე­ბენ სწო­რედ რომ და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს.

მე ყო­ველ­თვის გვერ­დში ვუდ­გა­ვარ და ვედ­გე­ბი ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს, ჩემს ოჯახ­სა და ჩემს მე­გობ­რებს! არა რუ­სულ კა­ნონს!"

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ფხა­კა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "გამჭვირ­ვა­ლო­ბის და ღია პრო­ცე­დუ­რე­ბის/რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, გამჭვირ­ვა­ლო­ბა კი არ აზი­ა­ნებს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, პი­რი­ქით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის, სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სწო­რე­დაც ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს.

myquiz