ეს 8 რამ სახლში, სიცოცხლეს ისე გვისწრაფებს, ვერც კი ვხვდებით - ისინი ყველა სახლში მოიპოვება | Allnews.Ge

ეს 8 რამ სახლში, სიცოცხლეს ისე გვისწრაფებს, ვერც კი ვხვდებით - ისინი ყველა სახლში მოიპოვება

დღეს სუპერმარკეტებში აბსოლუტურად ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. დიდი ნივთებით დაწყებული, წვრილმანებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სხვადასხვა საჭირო ნივთის დიდი არჩევანია, ყველა მწარმოებელი კეთილსინდისიერად არ იქცევა და უსაფრთხოების ნორმებს არ ითვალისწინებს.

დღეს გაგიზიარებთ იმ ნივთების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ბევრ ოჯახშია, შესაძლოა, უსაფრთხო გვგონია, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება სიცოცხლეც მოგვისწრაფოს. შეეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ მათი გამოყენება, ან უსაფრთხო ალტერნატივა იპოვოთ.

საყოფაცხოვრებო ქიმია

1-1713176155-1715058559.jpg

ალბათ, სახლში საყოფაცხოვრებო ქიმიას ყველა ადამიანი იყენებს. ეს სანტექნიკის, ავეჯის, სარკეების, ჭურჭლის გასაწმენდად, სახლის საფუძვლიანად დასასუფთავებლად საჭირო საშუალებებია, რომლებიც სწრაფ შედეგს გვაძლევს და ხეხვასა და წმენდაში არც დიდი დროის დაკარგვა გვიწევს და არც ენერგიის. მაგრამ, რაც არ უნდა ეკოლოგიურად სუფთად იყოს წარმოებული აღნიშნული საშუალებები, როგორც აღმოჩნდა, მათში შემავალი ტოქსინები ადამიანებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

მაგალითად, ქლორის ორთქლი ყველაზე საშიშია. მისი ხშირი ჩასუნთქვა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების გაჩენას, ჰიპერტენზიის განვითარებას (მაღალი წნევა), ასევე ალერგიული რეაქციის გამწვავებას იწვევს, რომელიც დროთა განმავლობაში ბრონქულ ასთმაში გადაიზრდება. ასევე, ჰაერის გამწმენდში შემავალი ეთილენგლიკოლი ძლიერ ქოშინს, აჩქარებულ გულისცემას, თავის ტკივილსა და სისუსტეს იწვევს. გარდა ამის, ფტალინის მჟავის ეთერები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიაში შედის, კიდევ უფრო დამაზიანებელია. როგორც აღმოჩნდა, მას შეუძლია, ორსულ ქალზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს და სამომავლოდ, ბავშვის რეპროდუქციულ უნარებსა და განვითარებაზე უარყოფითად აისახოს.

ცუდი ვენტილაცია

2-1713176165-1715058568.jpg

ოთახში არსებული მიკროკლიმატი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. თუ ოთახი კარგად არ ნიავდება, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სახლში ობი და ჭუჭყი დაგროვდეს, ალერგენები გამოიყოს და სხვადასხვა დაავადება განვითარდეს. მათ შორისაა, ონკოლოგიური დაავადებებიც. იხილეთ სრულად

myquiz