"8 წლის წინ წამოვედი რუსეთიდან, რომ ვიცხოვრო თავისუფალ ქვეყანაში. თავისუფლებასთან ერთად ვიპოვე ქმარი, შევქმენი ოჯახი, გავაჩინე შვილი და ახლა გოგოს ველოდები..." - ანასტასია ბენდუქიძე | Allnews.Ge

"8 წლის წინ წამოვედი რუსეთიდან, რომ ვიცხოვრო თავისუფალ ქვეყანაში. თავისუფლებასთან ერთად ვიპოვე ქმარი, შევქმენი ოჯახი, გავაჩინე შვილი და ახლა გოგოს ველოდები..." - ანასტასია ბენდუქიძე

ანასტასია ბენდუქიძე, რომელიც მეუღლესთან - ბიზნესმენ ივანე მხეიძესთან ერთად უკვე მეორე შვილს ელოდება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გუშინდელი ამბების შემდეგ ვგრძნობ, რომ ეს სერიალი უკვე მაქვს ნანახი. ზუსტად მახსოვს, როგორც განვითარდა და ბოლოში ყველა ტირის.

8 წლის წინ წამოვედი რუსეთიდან, მათ შორის იმისათვის, რომ ვიცხოვრო თავისუფალ ქვეყანაში, რომელზეც მამაჩემს არაერთხელ მოუყოლია. აღმოჩნდა, რომ თავისუფლებასთან ერთად ვიპოვე ქმარი, შევქმენი ოჯახი, გავაჩინე შვილი და ახლა გოგოს ველოდები. ჩემი ვალდებულება ჩემი შვილების წინაში არის, რომ ახლა ვიყო პარლამენტის წინ და მაგათი ცივილიზებული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის ვიბრძოლო. თქვენც მოდით..."

mshoblebi.ge