"ჩემი გამომწერების 40% რუსია... ახლოვდება ცვლილებების დრო, მზად ვარ, დავკარგო ყველა რუსი გამომწერი" - რას წერს ქართველი "ინფლუენსერი" 4 მილიონიანი გამომწერით | Allnews.Ge

"ჩემი გამომწერების 40% რუსია... ახლოვდება ცვლილებების დრო, მზად ვარ, დავკარგო ყველა რუსი გამომწერი" - რას წერს ქართველი "ინფლუენსერი" 4 მილიონიანი გამომწერით

ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მე­ლი ინფლუ­ენ­სე­რი მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებს ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც მა­რი­ა­მი წერს, ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ვი­და, იტი­რა, თუმ­ცა მა­ინც ფიქ­რობ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ძა­ლის მოს­ვლა გა­ა­მარ­თლებ­და.

მალე იმე­დი გა­უც­რუვ­და. მა­რი­ამს ინ­სტაგ­რამ­ზე 4.4 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, აქე­დან მისი თქმით, 40% რუ­სე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის­თვის ეს ციფ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მზად არის ყვე­ლა რუსი გა­მომ­წე­რი და­კარ­გოს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პა­შია.

მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე:

- ვიცი, რომ ელო­დე­ბო­დით ჩემს კო­მენ­ტარს. ისიც ვიცი, რომ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რა­საც ახლა ვი­ტყვი.

სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, როცა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და. იმ­დე­ნად არ მინ­დო­და მათი მოს­ვლა, ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ვი­ტი­რე, მაგ­რამ იმის იმე­დი მქონ­და, რომ გა­ა­მარ­თლებ­დნენ. მაგ­რამ ყო­ველ­წლი­უ­რად იმე­დი მიც­რუვ­დე­ბო­და.

არა­სო­დეს გა­მო­მი­ხა­ტავს აგ­რე­სია, თუმ­ცა ფე­ის­ბუ­ქის ძველ პოს­ტებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, არა­სო­დეს მომ­წონ­და ეს მთავ­რო­ბა.

მე არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც ჩუ­მად არის. მე არ ვე­თან­ხმე­ბი რუ­სულ კა­ნონს.

ალ­ბათ იცით, რომ ჩემი გა­მომ­წე­რე­ბის 40% რუ­სე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ჩემი ოჯა­ხის მი­მართ. მაგ­რამ მა­პა­ტი­ეთ, მე და ჩემი ოჯა­ხი არა­სო­დეს გავ­ხდე­ბით თქვე­ნი ნა­წი­ლი. არა­სო­დეს მექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბის და არა­სო­დეს მენ­დო­მე­ბა, რომ თქვენ­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა მქონ­დეს.

მე ვარ ქარ­თვე­ლი და ამავდრო­უ­ლად ევ­რო­პე­ლი. მე ამა­ყი ვარ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინ­სტაგ­რამ "ინფლუ­ენ­სე­რი" ვარ გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და ჩემ­თვის ეს სტა­ტუ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი, მზად ვარ დავ­კარ­გო ყვე­ლა რუსი გა­მომ­წე­რი.

მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ჩემი ქვე­ყა­ნა. ახ­ლოვ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის დრო. მე თქვენს გვერ­დით ვარ ჩემო ლა­მა­ზო ქარ­თვე­ლე­ბო. მიყ­ვარ­ხართ.

myquiz