გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია - ვარაზისხევზე გამავალი გზის გარდა, ყველა გზა გადაკეტილია | Allnews.Ge

გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია - ვარაზისხევზე გამავალი გზის გარდა, ყველა გზა გადაკეტილია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ის მონაწილეები, რომლებიც გმირთა მოედანზე არიან შეკრებილნი, მოედნის მიმდებარე ქუჩებს კეტავენ.

გმირთა მოედანზე მოძრაობა თითქმის სრულად პარალიზებულია. გახსნილია მხოლოდ გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზა. ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

დემონსტრანტები ქუჩებზე სხდებიან, რათა ავტომობილებმა გადაადგილება ვეღარ მოახერხონ.

“დავიღლებით? არა!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

myquiz