"ბერას ბრაზილიაში გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე? | Allnews.Ge

"ბერას ბრაზილიაში გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?

ბოლო ერთი თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დუღს. პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რედ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კა­ნონ­მა, ამ­ჯე­რად შეც­ვლი­ლი სა­ხე­ლით "კა­ნო­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­გორც შარ­შან, წელ­საც ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვა­ნა.

კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად 29 აპ­რილს აქ­ცია გა­მარ­თა მმარ­თველ­მა პარ­ტი­ა­მაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რად მი­აჩ­ნია, ქუ­ჩა­ში გა­იყ­ვა­ნა. ორ­შა­ბათს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში პრო­სამ­თავ­რო­ბო დე­მონ­სტრა­ცი­ას ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან ასო­ბით ავ­ტო­ბუ­სით ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

capture-48754-1714653473.jpg

მი­ლი­არ­დე­რი­სა და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა იყო, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი შვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა.

მას­ზე, რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის სხვა შვი­ლებ­ზე, ბე­რას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. "ინ­სტაგ­რა­მის" პრო­ფი­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ხატ­ვით, მოგ­ზა­უ­რობს ხში­რად და გა­ტა­ცე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით.

bera3-57202-1714653480.jpg

ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი­დან მე­დია ყვე­ლა­ზე ხში­რად ბე­რა­ზე წერს. ერთი თვის წინ, ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­იდ­მა dailymail-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი სტა­ტია რე­პერ ივა­ნიშ­ვილ­ზე, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­ვი­და.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ბრა­ზი­ლი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად იმ მიზ­ნით გა­და­ვი­და, რომ თუ მა­მის ქო­ნე­ბას და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­ე­მუქ­რე­ბა, ქო­ნე­ბის ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­ტა­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი შექ­მნას".

გა­მო­ცე­მა სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს, ურ­თი­ერ­თო­ბა­შია ად­გი­ლობ­რივ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან, ეს­წრე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებს მო­დელ ცოლ­თან ერ­თად, მი­ლი­ონ დო­ლარს რი­ცხავს ტრო­პი­კუ­ლი ტყის გა­და­სარ­ჩე­ნად, თუმ­ცა, უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მისი ბრა­ზი­ლი­ა­ში ყოფ­ნის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი, "მა­მის­თვის გაქ­ცე­ვის გზის მომ­ზა­დე­ბაა", იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა ძვი­რად და­უჯ­დე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცეს. იხილეთ სრულად