რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე?
ვაკო ლობჟანიძე, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ჟურნალისტებთან კომენტარისას აცხადებს, რომ 25 წლის კაცს, რომელსაც ჭრილობა აქვს თვალის არეში, ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.
"თვალი გადარჩა", — თქვა მან და აღნიშნა, რომ მარჯვენა თვალის არეში მიყენებული ტრავმა "სერიოზულია".]
ახალგაზრდა კაცმა დაზიანება მიიღო პარლამენტის გვერდით, 9 აპრილის ქუჩაზე, მას შემდეგ, რაც შსს-მ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა სპეციალური საშუალებები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
ექიმის, ვაკო ლობჟანიძის თანახმად, 25 წლის კაცს სავარაუდოდ, ბლაგვი საგნისგან აქვს დაზიანება მიღებული.