აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს | Allnews.Ge

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნეს.

რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობს, რომ რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდათ და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს.

“გირ­ჩი- მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის” მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო-კად­რე­ბი­და­ნაც ჩანს, რომ და­შავ­და პარ­ტი­ის წევ­რი, ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძე. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბე­რი­ძეს რე­ზი­ნის ტყვია მუც­ლი­სა და ხე­ლის არე­ში მოხ­ვდა.

აქ­ცი­ა­ზე ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­ზი­ნის ტყვია თვალ­ში მოხ­ვდა. კად­რებ­ში ჩანს, რომ თვა­ლის არე მას სის­ხლი­ა­ნი აქვს.

და­შა­ვე­ბუ­ლებს ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს არ ადას­ტუ­რებს. უწყე­ბა­ში მხო­ლოდ იმას აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი და ე.წ. წი­წა­კის სპრეი გა­მო­ი­ყე­ნეს.

myquiz