ლევან ხაბეიშვილს ოპერაცია ცხვირზე ჩაუტარდა - რას აცხადებენ ენმ-ში პარტიის თავმჯდომარის მდგომარეობის შესახებ? | Allnews.Ge

ლევან ხაბეიშვილს ოპერაცია ცხვირზე ჩაუტარდა - რას აცხადებენ ენმ-ში პარტიის თავმჯდომარის მდგომარეობის შესახებ?

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის ოპე­რა­ცია დას­რულ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­ბე­იშ­ვილს ოპე­რა­ცია ცხვირ­ზე ჩა­უ­ტარ­და. ის კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

ცნო­ბის­თვის, “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის აქ­ცი­ა­ზე სცე­მეს. მი­სი­ვე თქმით, ფი­ზი­კუ­რად ათო­ბით სპეც­რაზ­მე­ლი გა­უს­წორ­და. ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კის კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა პრო­ფე­სორ­მა კახა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხად, რომ კლი­ნი­კის მხრი­დან მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა მისი სტა­ცი­ო­ნარ­ში დარ­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტთან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. სპეც­რაზმმა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შავ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დებ­მა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს. აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თი მო­მი­ტინ­გეც და­ა­კა­ვეს.

myquiz