ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა (ვიდეო)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა.
"სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.
აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის.
"შე ტუტუცო ქალო, გაბრძანდით აქედან. საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ ჩამოხვედით, უნდა გრცხვენოდეთ. ფსკერი ხართ, მეტი არაფერი, ფსკერზე ქვემოთ ხართ", - მიმართა მიქანაძემ დეკანოიძეს.
საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.