ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება და ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას, „ვითომ დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი“.
სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
„დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, სხდომის ჩატარებას ნუ უშლიან ხელს.
„გაფრთხილებთ, ხელს ნუ შეუშლით სხდომის ჩატარებას. ქალბატონ თინას, ისევე როგორც სხვებს, აქვს 2 წუთიანი რეგლამენტი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.