ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით | Allnews.Ge

ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით

თიკო მა­ხა­რა­ძე და ნუცა სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი დედა-შვი­ლი არი­ან. ამ მუ­სი­კა­ლურ დედა-შვილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, რად­გან ცნო­ბი­ლი "ტი­კტო­კე­რე­ბი" არი­ან. 6 წლის ნუცა სა­ო­ცა­რი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყო­ვე­ლი მისი ნამ­ღე­რი მსმე­ნე­ლის გა­ო­ცე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. ამ ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნამ­დე, გო­გო­ნას არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო პე­რი­ო­დი აქვს გავ­ლი­ლი. რას­თან ჰქონ­და საქ­მე ნუ­ცას ოჯახს, რა პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­და ყვე­ლას ერ­თად, ამა­ზე თიკო მა­ხა­რა­ძე, ნუ­ცას დედა გვი­ამ­ბობს:

- ნუცა და­ი­ბა­და 7 თვის - 31 კვი­რის იყო. და­ბა­დე­ბი­სას არ ჰქონ­და რა­ი­მე თან­და­ყო­ლი­ლი პრობ­ლე­მა. ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და შემ­დეგ, ექი­მე­ბი ფილ­ტვებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რომ უკეთ გახ­სნი­ლი­ყო. რო­დე­საც ჟანგბა­დი მი­ა­წო­დეს, თავ­ში კა­პი­ლა­რი გა­უს­კდა, ვერ გა­უძ­ლო, რად­გა­ნაც მისი ნა­ად­რე­ვო­ბის გამო ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ იყო. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღეთ დი­აგ­ნო­ზი - ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა. ბავ­შვმა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­ა­ტა­რა... შემ­დეგ, ამის გამო, 6 თვი­სას თე­რა­პი­ის კურ­სი და­ვუ­წყეთ. დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის­თა­ნა­ვე მივ­ხვდით, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბო­და და ბრძო­ლა მოგ­ვი­წევ­და. ტვი­ნის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა. მოკ­ლედ უტარ­დე­ბო­და თე­რა­პი­ის კურ­სი და ექი­მე­ბის რჩე­ვებს მივ­ყვე­ბო­დით. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ვერ გა­ივ­ლი­და.

fb818966-affb-486c-9754-7bd6c34f6918-36865-1714118144.jpeg

- პირ­ველ ეტაპ­ზე ასე­თი იყო მათი პროგ­ნო­ზი?

- კი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯდო­მაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იდგა. პრო­ცესს მი­ვენ­დეთ, რა­ღაც­ნა­ი­რად გვჯე­რო­და, რომ მა­ინც შეძ­ლებ­და და ნუცა ფეხ­ზე დად­გე­ბო­და. არც ერთი წა­მით იმე­დი არ დაგ­ვი­კარ­გავს. მაქ­სი­მა­ლუ­რად რაც შეგ­ვეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დეთ, რომ სი­ა­რუ­ლი შეს­ძლე­ბო­და. თა­ვი­დან ექი­მე­ბი ზუსტ პა­სუხს ვე­რა­ფერ­ზე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რად­გან ბევ­რი რამ ბავ­შვის მონ­დო­მე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორ იყო­ჩა­ღებ­და და რამ­დე­ნად მხნედ და­უდ­გე­ბო­და ამ გა­მოწ­ვე­ვას. ამ­ბობ­დნენ, თუ 2 წლამ­დე დაჯ­დე­ბა, მა­შინ სი­ა­რულ­ზეც ვი­ფიქ­რო­თო... ხომ ვამ­ბობ, და­მო­უ­კი­დებ­ლად დაჯ­დო­მაც კი სა­თუო იყო, რად­გან თავს ვერ იჭერ­და. ხელ­ში უნდა გვჭე­რო­და, ან რა­ღაც სხვა პო­ზი­ცი­ა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სას­წა­უ­ლი მოხ­და - 2 წლი­სა დაჯ­და. ნუცა დღეს და­დის, 3 წლის იყო პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ გა­ი­ა­რა.

- მა­ნამ­დე, რო­გორც თქვით, თე­რა­პი­ას გა­დი­ო­და და ინ­ტენ­სი­უ­რად ვარ­ჯი­შობ­და..

- დიახ, და­დის ოღონდ, სრუ­ლად ჯერ ვერა, მხო­ლოდ ფე­ხის წვე­რებ­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ბის კი­დეც. უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტერ­ფის სრუ­ლად დად­გმა უჭირს. სი­ელ­მეც მისი და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გია, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

- ე.ი. თა­ვი­დან­ვე ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი, არც გი­ფიქ­რი­ათ, რომ რა­ღაც არ გა­მო­ვი­დო­და, რა­ღაც ისე არ იქ­ნე­ბო­და, ხომ?

- მჯე­რო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­დო­და... ძა­ლი­ან თბი­ლი და სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვია. არც თვლის, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა აქვს. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ რა­ღაც დო­ნე­ზე ინ­ფორ­მა­ცია აქვს... ბავ­შვი არის გო­ნი­ე­რი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე. იხილეთ სრულად

myquiz