26-28 აპრილს ექსპოჯორჯია სამშნებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენასა და საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს | Allnews.Ge

26-28 აპრილს ექსპოჯორჯია სამშნებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენასა და საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

ხვალ სამშენებლო და დეველოპერული სექტორს ყველაზე მნშვნელოვან ღონსძება გაიხსნება!

26-28 აპრილს ექსპოჯორჯიაში სამშნებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი იხსნება.

220-მდე კომპანია, აქიდან 40 სხვადასხვა ქვეყნის მასალების მწარმოებელი ძალიან მრავალფეროვანი პროდუქციით და სპეციალური შეთავაზებებით დაგხვდებათ ადგილზე.

45 დეველოპერული კომპანია და 10 საბროკერო კომპანია უპრეცედენტო ფასდაკლებებს, გათამაშებებს და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში.

pic-1714046008.png

პროექტის ფარგლებში 40 საერთაშორისო საბროკერო კომპანია და ინვესტორი ეწვია საქართველოს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში B2B შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივ კომპანიებთან.

მნიშვნელოვანი სტუმრები არიან კონფერენციის ნაწილშიც ჩამოსული, სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, ჩინეთი, დუბაი) საგამოფენო ცენტრის დირექტორები.

ლატვიის Citadele Bank-ის სტრატეგიული პარტნიორობის (უძრავი ქონების სამმართველო) ხელმძღვანელი, ერთერთი ყველაზე მსხვილი პოლონური სამშენებლო კომპანია - MIRBUD S.A მფლობელი და დირექტორი, Silicon Valley Proptech Association -ის დამფუძნებელი/პრეზიდენტი.

(FIABCI) Proptech-ის მსოფლიო საბჭო, პრეზიდენტი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრები არის დაგეგმილი ხარისხის ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და დონორ ორგანიზაცოებთან: GIZ, PTB CzDA.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი - ერთიანი აკრედიტაციის ორგანოს- აღმასრულებელი დირექტორი ისაუბრებენ მიმდინარე პროცესებზე და გეგმებზე.

გამოფენა და კონფერენცია ხვალ 10:30 საათიდან გაიხსნება, დასწრება თავისუფალია!

(R)