ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - რომელ კვების ობიექტში აიღეს ნიმუშები და რომელი მომწოდებლის იყო პროდუქტი? - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - რომელ კვების ობიექტში აიღეს ნიმუშები და რომელი მომწოდებლის იყო პროდუქტი? - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ქათ­მის ფი­ლეს ნი­მუ­შებ­ში სალ­მო­ნე­ლო­ზი გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქათ­მის ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბელს შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლავს“ სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩე­რა და 1000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა."სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტში - პი­ცე­რია "TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქ­ტობ­რი­ვი მი­სა­მარ­თი: ქა­ლაქ თბი­ლი­სი, რუს­თა­ვე­ლის გამზ. N2/4) გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის მკერ­დის ფი­ლეს ნი­მუ­შე­ბი აი­ღეს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი სალ­მო­ნე­ლა, სე­რო­ტი­პი - Salmonella typhimurium.

პი­ცე­რი­ა­ში ჩა­ტარ­და ინ­სპექ­ტი­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ქათ­მის გა­ყი­ნუ­ლი ფი­ლეს მიმ­წო­დე­ბე­ლია შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლა­ვი“ (ს/კ 431167364, მის: თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნი, სოფ. კი­სის­ხე­ვი, მწარ­მო­ე­ბე­ლი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარ­ხნის კოდი 3700/03262). სა­ა­გენ­ტომ შპს "TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყვე­ლა ფი­ლი­ალს და­ა­ვა­ლა დარ­ჩე­ნი­ლი სურ­სა­თის პარ­ტი­ის აღ­რი­ცხვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მიმ­წო­დებ­ლის­გან სურ­სა­თის მი­ღე­ბის დრო­ე­ბით შე­ზღუდ­ვა, ხოლო შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლავს“ აეკ­რძა­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი სურ­სა­თის (გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის მკერ­დის ფილე, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი: 07.12.2023 წ. ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა: 06.06.2025 წ.) ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა და და­ე­ვა­ლა ბა­ზარ­ზე უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლი სურ­სა­თის ამო­ღე­ბა, პარ­ტი­ე­ბად და­სა­წყო­ბე­ბა, რა­ო­დე­ნო­ბის აღ­რი­ცხვა და მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ა­გენ­ტოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ინ­ფორ­მი­რე­ბა, ასე­ვე უმოკ­ლეს ვა­და­ში იმ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მა, ვი­საც მი­ა­წო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სურ­სა­თი.

"გარ­და ამი­სა, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კა­ხე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლა­ვი­დან“ აი­ღეს გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის მკერ­დის ფი­ლეს ნი­მუ­შე­ბი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად ხუ­თი­ვე ნი­მუშ­ში აღ­მოჩ­ნდა პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი სალ­მო­ნე­ლა, სე­რო­ტი­პი - Salmonella typhimurium. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შპს "სი­ფუდ გრუპ თე­ლავს“ შე­უ­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და და­ჯა­რიმ­და 1000 ლა­რით "სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის" 66-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად.

სალ­მო­ნე­ლო­ზი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ეტი­ო­ლო­გი­ის ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სურ­სა­თის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ხორ­ცი­სა და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის­გან გა­და­ე­ცე­მა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი სალ­მო­ნე­ლე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ენ­ტე­რო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის ოჯახს და სალ­მო­ნე­ლე­ბის გვარს, რო­მე­ლიც 2500-ზე მეტ სე­რო­ვარს მო­ი­ცავს, უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­თო­გე­ნუ­რია რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, ისე ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის. სალ­მო­ნე­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის მთლი­ან ჯაჭვში (სა­საკ­ლაო, ხორ­ცი­სა და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო და სა­ზკ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი) წარ­მო­ე­ბის და ჰი­გი­ე­ნის სა­ნი­მუ­შო პრაქ­ტი­კის და­ნერგვა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz