სჯობს ისინი დროულად მოაშოროთ თქვენი ინტ6ერიერიდან- ავეჯი, რომელმაც აქტუალობა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაკარგა | Allnews.Ge

სჯობს ისინი დროულად მოაშოროთ თქვენი ინტ6ერიერიდან- ავეჯი, რომელმაც აქტუალობა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაკარგა

ავეჯის თაობიდან თაობისთვის გადაცემა მშვენიერი ტრადიციაა, მით უმეტეს, რომ შესაძლებელია მისი აღდგენა და ჰარმონიულად მორგება თანამედროვე ინტერიერში. თუმცა, ყველაფრისთვის მეორე შანსის მიცემა როდი ღირს.

aq2-1713849899.jpeg

2000-იან წლებში, როდესაც ინტერიერში ძვირად ღირებული ტენდენცია გამოჩნდა, მოდაში შემოვიდა საწოლები რთული კონსტრუქციის თავით. საბჭოთა გარემოს საკმაოდ მოსაწყენი ასკეტიზმის შემდეგ ადამიანები ფუფუნებისკენ ისწრაფოდნენ და ბინის ინტერიერის დახმარებით ცდილობდნენ თავიანთი მაღალი სტატუსისა და პოზიციის დემონსტრირებას საზოგადოებაში. თუმცა, ე.წ. ხრუშჩოვკების შემთხვევაში ეს მცდელობები უფრო სასაცილოდ გამოიყურებოდა, ვიდრე ელეგანტურად.დრო გავიდა, მასიური თავის მქონე საწოლი მოდიდან გადავიდა, ახლა მოდაში სადა ავეჯი ალაკონური დიზაინით, პრეტენზიული დეკორის გარეშე.

aq3-1713849908.jpg

ესეც 90-იანი წლების ტენდენციაა, რომელიც ასევე ასახავს ინტერიერის დიზაინის სურვილს "ძვირი და მდიდარი" სულისკვეთებით -კლასიკური დივნები და სავარძლები, სკამები და პუფები ხავერდოვანი შალითით, დიდი ხანია მფლობელის უგემოვნებაზე მიუთითებს.პომპეზურობა არ არის სტატუსის ნიშანი. მთავარია მასალების ხარისხი და არა მოჩვენებითი ფუფუნება. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, ყურადღებით გადახედოთ არსებულ ავეჯს და მოაშოროთ ყველა ელემენტი, რომელიც შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც "სასახლის" ავეჯი.

aq11-1713849917.jpg

იმის გათვალისწინებით, რომ ტიპიური ხრუშჩოვის ეპოქის სამზარეულოები არ არის დიდი ზომის, გასაკვირი არაა, რომ ყველაზე პოპულარული სასადილო ვარიანტი დიდი ხნის განმავლობაში იყო "კუთხეები". დიახ, ის საკმაოდ კომპაქტურია, საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ კუთხე, რომელიც ჩვეულებრივ უფუნქციოდ არის და როგორც წესი, შესანახი ადგილია სკამების ქვეშ. მაგრამ მისი ვიზუალი შორს არის იდეალურისგან. მაგიდა მოცულობითია, სკამი - პატარა, დივანი ხისტი. იხილეთ სრულად

myquiz