“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება | Allnews.Ge

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება. სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.

სტუდენტები გუშინ თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.

myquiz