"ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მე რუსეთიდან, ის აფხაზეთიდან" - ცნობილი აფხაზი ბლოგერის სიყვარულის ამბავი
აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა ქართულ მხარეზე გადასვლისა და სხვადასხვა მოწოდებების გამო "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა 2 წლის წინ მიიღო. მაშინ ბუავა ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა.
28 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ტყვარჩელიდანაა, საზოგადოებამ თავდაპირველად, tiktok-დან გაიცნო. ის ახალგაზრდული ორგანიზაცია "ამრას" დამფუძნებელია და უკვე მეორე წელია, თბილისში ცხოვრობს.
ახლა მის ცხოვრებაში სიახლეა. ოჯახი შექმნა და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მისი რჩეული ნინო ცხოვრებაძეა, რომელიც რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა, რათა ქართულ უნივერსიტეტში ესწავლა.
AMBEBI.GE ნინო ცხოვრებაძეს ესაუბრა:
- მე და დაური ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. პირველად ერთმანეთს იუსტიციის სახლთან შევხვდით, მაშინ, როცა გადაღებაზე ვიყავი მიწვეული ჩვენი საერთო მეგობრის. ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდით ერთ-ერთ კომპანიაში, თუმცა ერთმანეთის მიმართ რაიმე ინტერესი არ გვქონია.
2022 წლის 11 ნოემბერს ვიყავით მეგობრის იუბილეზე, იმ დღეს გადაღებაზე ვიყავი და ცოტა დამაგვიანდა. ყველაზე ბოლოს მისულს დაური შემხვდა, შევამჩნიე უხასიათოდ იყო და შევეცადე საუბრით გამომეყვანა მდგომარეობიდან. ზუსტად ამ პატარა დიალოგით დაიწყო ყველაფერი.
ბევრი საერთო გვქონდა, ერთდროულად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად მშობლების გარეშე, ვგრძნობდი, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარეს დაურს უფრო უჭირდა, რადგან დიდ ზეწოლას გრძნობდა აფხაზეთის "ხელისუფლებისგან", ამავე დროს დიდ მხარდაჭერას გრძნობდა ქართველი ხალხისგან. იხილეთ სრულად