"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ბუდუ ზივზივაძე
თბილისში არ წყდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის" წინააღმდეგ გამოსვლები. შეგახსენებთ, მისი პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია
მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას", - წერს ბუდუ ზივზივაძე.