აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ
მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს.
უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის ხვდება.