პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს | Allnews.Ge

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის გა­მარ­თვას სთა­ვა­ზობს.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებ­სა და ელ­ჩებს შო­რის საგ­ნობ­რი­ვი დის­კუ­სი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იქ­მნის ბევ­რად უფრო ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას "კა­ნონპ­რო­ექ­ტის არ­სი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის­თვის მისი მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ".

"სა­ქარ­თვე­ლო აფა­სებს და უფრთხილ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან. ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტის - ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მათ შო­რის ელ­ჩებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მათი მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვენ ვა­ფა­სებთ მოქ­მე­დი ელ­ჩე­ბის ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერ ნა­ბიჯ­სა და გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ყვე­ლა სა­ფუძ­ვლი­ან რჩე­ვა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ას მო­მა­ვალ­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით მო­ვე­კი­დე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნას­კნელ წლებ­ში და­ნერ­გი­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში.

ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად ცდი­ლო­ბენ, შე­ი­თავ­სონ კა­ნონ­მდებ­ლის ფუნ­ქცია, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი დე­მოკ­რა­ტი­ის უმ­თავ­რეს ორ­გა­ნოს - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს უკარ­ნა­ხონ, რო­მე­ლი კა­ნო­ნი მი­ი­ღოს და რო­მე­ლი არა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ჩა­ნაც­ვლე­ბის ეს პრაქ­ტი­კა დიპ­ლო­მა­ტი­ის სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ოპო­ზი­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ მას გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­გე­ბით შეგ­ვიძ­ლია მო­ვე­კი­დოთ.

თუმ­ცა, გა­გე­ბით ვერ მო­ვე­კი­დე­ბით ასე­ვე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ პრაქ­ტი­კას, რო­დე­საც უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ჩვენს არ­გუ­მენ­ტებს არ­გუ­მენ­ტე­ბით ვერ პა­სუ­ხო­ბენ და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს მა­ინც აკე­თე­ბენ.

გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ვის­მი­ნეთ რამ­დე­ნი­მე უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტის კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით. ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის გზავ­ნი­ლე­ბი, ეს გან­ცხა­დე­ბე­ბიც მოკ­ლე­ბუ­ლი იყო ყო­ველ­გვარ არ­გუ­მენ­ტებს და და­სა­ბუ­თე­ბას.

მი­მაჩ­ნია, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბა და სა­ჯა­რო­ო­ბა მან­კი­ე­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. უსა­ფუძ­ვლო კრი­ტი­კას, რო­მელ­საც უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის­გან ხში­რად ვის­მენთ ხოლ­მე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­სა­ბა­მის ქვეყ­ნებ­ზე გა­ნა­ზო­გა­დებს, რაც სე­რი­ო­ზულ რის­კებს შე­ი­ცავს. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ ნდო­ბა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ, რაზე ზრუნ­ვაც ჩვე­ნი ვალი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ელ­ჩე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ითხო­ვენ შეხ­ვედ­რებს და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში. შეხ­ვედ­რებ­ზე არას­დროს გვით­ქვამს უარი და და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის სა­მო­მავ­ლო­დაც მზად ვართ. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გა­უმჭვირ­ვა­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო აზი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ, ვთა­ვა­ზობ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს, გავ­მარ­თოთ სა­ჯა­რო დის­კუ­სია ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებ­სა და ელ­ჩებს შო­რის საგ­ნობ­რი­ვი დის­კუ­სი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იქ­მნის ბევ­რად უფრო ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას კა­ნონპ­რო­ექ­ტის არ­სი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის­თვის მისი მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ", - წე­რია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.გაზიარება

myquiz