"რთულია, შეამჩნიო მათ შორის ასაკობრივი სხვაობა" - ფოტოები ილია თოფურიას მეუღლის პირადი "ინსტაგრამიდან" და ჯორჯინას მილოცვა დედას, რომელიც შვილს ძალიან ჰგავს | Allnews.Ge

"რთულია, შეამჩნიო მათ შორის ასაკობრივი სხვაობა" - ფოტოები ილია თოფურიას მეუღლის პირადი "ინსტაგრამიდან" და ჯორჯინას მილოცვა დედას, რომელიც შვილს ძალიან ჰგავს

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რია, მარ­თა­ლია, ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ სამ­შობ­ლო­ში. მე­დია ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით.

ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ სპორ­ტსმენს აე­რო­პორ­ტში უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი დახ­ვდა. თო­ფუ­რი­ას თან ახ­ლდა მისი მე­უღ­ლე ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად შვილს ელო­დე­ბა.

b0127c6d-f209-4ecf-b9e4-508f747de305-54355-1713083281.jpeg

ჯორ­ჯი­ნა ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­ზე 200 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ქალი ხში­რად აზი­ა­რებს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს. უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ცხენ­ზე ჯი­რი­თით და უყ­ვარს საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა. მისი პოს­ტე­ბი გვიყ­ვე­ბა მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, რო­მე­ლიც ასა­ხავს მათი სა­ერ­თო სი­ხა­რუ­ლი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ერ­თგვარ სუ­რათს, - წერს უცხო­უ­რი მე­დია.

უზკა­ტე­გუი მე­წარ­მე და Future & Energy-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ფლო­რი­და­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა წყლის გამ­წმენ­დი სის­ტე­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. მა­ნამ­დე ქალი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტად და მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თო­ფუ­რი­ას ვაჟი ჰყავს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან, უზკა­ტე­გი კი ქა­ლიშ­ვილ­ზეა ორ­სუ­ლად.

კომ­პა­ნია Future & Energy-ში მუ­შა­ობს ჯო­ჯი­ნას დე­დაც. კლა­უ­დია ბა­დე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ფო­ტო­ზე, სა­დაც დედა შვი­ლი ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რთუ­ლია შე­ამ­ჩნიო მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა.

ჯორ­ჯი­ნა დე­დას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ სუ­რა­თებს პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებს. ერთ-ერთ პოს­ტში, სა­დაც დე­დას და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს, წერს:

- გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს სა­უ­კე­თე­სო დე­დას და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც შე­მეძ­ლო ამერ­ჩია. ჩვენ პირ­ვე­ლი ნახ­ვით შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. რამ­დე­ნი წლი­საც არ უნდა ვიყო, შენი ჩა­ხუ­ტე­ბა და ხელ­ჩა­კი­დე­ბა ყო­ველ­თვის მაგ­რძნო­ბი­ნებს თავს ბავ­შვად და უსაფრ­თხოდ. გმად­ლობ ყვე­ლა იმ მშვე­ნი­ე­რი საქ­მის­თვის, რაც შენ გა­ა­კე­თე, რო­გორც დე­დამ. იმე­დია, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჩემი შვი­ლე­ბი და­მი­ნა­ხა­ვენ ისე, რო­გორც მე შენ გხე­დავ... მა­შინ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მეც გა­მო­მი­ვი­და! მიყ­ვარ­ხარ...

78eee948-1032-4978-a883-5bad0cde4471-54293-1713083258.jpeg

ჯორ­ჯი­ნა ამ­ჟა­მად ფლო­რი­და­შია, ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ პლაჟ­ზე ირუ­ჯე­ბა. ფო­ტო­ებ­ში ჩანს დე­დაც. „ჩემი პრინ­ცე­სა“ - უწერს საყ­ვა­რე­ლი ქმა­რი კო­მენ­ტა­რებ­ში.

myquiz