ბიუჯეტური პაემნის იდეები - როგორ გაერთოთ პარტნიორთან ერთად მინიმალური დანახარჯით | Allnews.Ge

ბიუჯეტური პაემნის იდეები - როგორ გაერთოთ პარტნიორთან ერთად მინიმალური დანახარჯით

ნუ შეგეშინდებათ საღამოს გატარება თქვენს რჩეულთან, თუ ფული არ გაქვთ - მთავარია დაამყაროთ ემოციური კავშირი.

გაემგზავრეთ ქალაქის ტურზე

მოაწყვეთ საინტერესო მარშრუტი, შეიტყვეთ საინტერესო ფაქტები და დაიმგზავრეთ თქვენი პარტნიორი. ეცადეთ წახვიდეთ მეტად რომანტიკულ ადგილებში. თუ დიდი ხანია ერთად ხართ, დაათვალიერეთ თქვენთვის დასამახსოვრებელი ადგილები: სადაც პირველად შეხვდით ან აკოცეთ.

აჭამეთ იხვებს პარკში

გართობა, რომელიც ბავშვობას აბრუნებს, ნებისმიერ ასაკში დიდ სიამოვნებას იწვევს და საკმაოდ იაფია. ეს შეგიძლია გააკეთოთ მზიურის პარკში. თუ იხვები არ არიან თქვენს პარკში, მტრედები დაპურებაზე უარს ნამდვილად არ იტყვიან. მაგრამ უმჯობესია არ იყიდოთ ჩვეულებრივი პური, საცხობმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა ფრინველებში.

ითამაშეთ თამაში ტექნიკის მაღაზიაში

ბევრ ტექნიკის მაღაზიაში გამოფენილია სათამაშო კონსოლების სატესტო ნიმუშები ჯოისტიკებით, რათა მყიდველებმა სცადონ ისინი და აღფრთოვანდნენ. დაესწარით უფასო ლექციას ან სემინარს

პარტნიორი, რომელსაც უყვარს ამგვარი გართობა, დააფასებს, რომ წინასწარ გიფიქრიათ უფასო ღონისძიებაზე დარეგისტრირებაზე, რადგან ადგილების რაოდენობა, როგორც წესი, შეზღუდულია და მსურველი ბევრია. შეგიძლიათ მოძებნოთ ღონისძიება ყველა გემოვნების ადამიანისთვის - სამეცნიერო ლექციიდან ექსტრემალური სპორტით დამთავრებული.

გააკეთეთ რაღაც თქვენი ხელით

იპოვეთ ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ააწყოთ ნივთები, რაც მოგწონთ და ეცადეთ განახორციელოთ იდეა. საუკეთესო შემთხვევაში შედეგით კმაყოფილი დარჩებით, უარეს შემთხვევაში გაერთობით.

მოაწყვეთ ფილმის ჩვენება

ტელევიზორის წინ სახლში ფილმის ყურება არ არის ყველაზე ორიგინალური იდეა. ამიტომ ჩამოტვირთეთ რომანტიკული ფილმი თქვენს ლეპტოპში და წადით პარკში. არ დაივიწყოთ პოპკორნი.

დაიწყეთ წიგნის წერა თქვენს სიყვარულზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გამოქვეყნდება, მაგრამ დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ ბევრი ამაღელვებელი მომენტი თქვენი პირადი ისტორიიდან.

მოუსმინეთ ქუჩის მუსიკოსებს

უსმინეთ ქუჩის მუსიკოსებს, თუ უკრავენ თქვენს საყვარელ მუსიკას.

ისეირნეთ ველოსიპედით

ისეირნეთ ველოსიპედით, ან როლიკებით, ან სკუტერით. მთავარია აირჩიოთ ის ტრანსპორტი, რომელიც უკვე გაქვთ, ქირაობა არაბიუჯეტური იქნება. იხილეთ სრულად

myquiz