კვლევა- ქორწინებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს მამაკაცებში, ვიდრე ქალებში | Allnews.Ge

კვლევა- ქორწინებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს მამაკაცებში, ვიდრე ქალებში

„ჭაღარა“ განქორწინება - ასე ჰქვია ფენომენს, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ერთად მცხოვრები წყვილები შორდებიან ზრდასრულ ასაკში და სიბერეშიც კი.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში „ჭაღარა“ განქორწინებების რიცხვი სტაბილურად იზრდება - მაგალითად, შეერთებულ შტატებში, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, 50 წლის და უფროსი ასაკის განქორწინებების რიცხვი გაორმაგდა, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის შემთხვევაში, ის სამჯერ გაიზარდა. ამ ფენომენის მიზეზებს შორის არის ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, რაც ნიშნავს იმას რომ უფრო მეტ ადამიანს აქვს დრო, გადახედოს საკუთარ შეხედულებებს ურთიერთობებზე, ასევე დაგვიანებულ „შუახნის კრიზისს“ და საზოგადოებრივ მორალში ცვლილებებს.

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს განშორება ამდენი წლის ქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტის (ჩინეთი) და ჰელსინკის უნივერსიტეტის (ფინეთი) მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Epidemiology & Community Health. მათ გააანალიზეს 50-დან 70 წლამდე ასაკის ფინეთის თითქმის 230 ათასი მოქალაქის მონაცემები, რომლებიც განქორწინდნენ 2000-დან 2014 წლამდე.

კვლევის მონაწილეთა ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად მკვლევარებმა გამოიყენეს მონაცემები მათთვის გამოწერილი ანტიდეპრესანტების შესახებ - ეს პრეპარატები ფინეთში მხოლოდ სპეციალისტი ექიმის რეცეპტით იყიდება. შედეგად, სრულიად ნათელი ურთიერთობა გამოიკვეთა - განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ანტიდეპრესანტების რეცეპტების რაოდენობა. იხილეთ სრულად

myquiz