"ჩამორიგებული თანხა რაც მაქვს, ის რომ დამიბრუნონ, ალბათ გავწვდები ბინის ყიდვას მაგრამ... რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ" - რას ჰყვება ნიკოლოზ რაჭველი?
მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი ეკა ჩხეიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა მსოფლიოში წარმატებული მუსიკოსი დღემდე ქირით ცხოვრობს. ამბობს, რომ ამასაც თავისი მიზეზი აქვს.
"უცხოეთში, გინდა ამერიკაში, გინდა ევროპაში თითქმის ყველა ასე ცხოვრობს. ჩვენთან არის ეს რაღაც უცნაურობა. წესით უნდა მქონდეს მაგრამ ვერ დავაგროვე ეს ფული. რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ, როიალი უნდა დაეტიოს მინიმუმ, ძალიან ნათელი უნდა იყოს, მიყვარს მზე, დიდი ფანჯრები, მუსიკის წერა დიდ ნათელ ოთახში... ეგეთი ბინები ძვირი ღირს. მე მთელი ცხოვრება ამ ფულს დავაგროვებ ხოლმე, მერე ან ჩემს მეგობარს დაჭირდება და უარს ვერ ვეუბნები, რადგან იციან, რომ მუდმივად მაქვს დაგროვილი ფული... ჩამორიგებული თანხა რაც მაქვს, ის რომ დამიბრუნონ, ალბათ გავწვდები ბინის ყიდვას მაგრამ ვერ..." - ამბობს რაჭველი.
მან ასევე ის დრო გაიხსენა, როდესაც მამის გვარი შეიცვალა და მემანიშვილიდან რაჭველზე გადავიდა. როგორც მუსიკოსი ამბობს, ელოდებოდა, რომ მამის მხარეს ამაზე უარყოფითი რეაქცია ექნებოდა."რაჭველებს ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდათ, გაუხარდათ. დედაჩემიც და მეც ვღელავდით, რა რეაქცია ექნებოდათ მამის ნათესავებს. თუმცა არავის არ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება. დადებითი უფრო მეტი იყო გარშემო. ეს (გვარის შეცვლა) შემთხვევით მოხდა. ის პერიოდი იყო, როცა ახალი შემოსული იყო "ფეისბუქი" და ყველა ექსპერიმენტობდა. დავწერე იქ ნიკოლოზ რაჭველი და ისეთი ამბები მოჰყვა... ეს პერიოდი დაემთხვა, მეორე დღეს "ქეთო და კოტეს" პრემიერა უნდა ყოფილიყო და რომ მივედი ყველამ მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება.
ნანი ბრეგვაძემაც კი მითხრა, მეც კი გადავიკეთებდი, რამეს დავირქმევდი ახალგაზრდა რომ ვიყოო. შემდეგ გაშუქდა. მედიამ ამას სიუჟეტები მიუძღვნა, შემდეგ იუსტიციის სახლმა გადაწყვიტა და საჩუქრად შემომთავაზა ყველა დოკუმენტში ამ სახელის შეტანა. მერე წარმოვიდგინე, რომ ყველგან წავიღებ რაჭას, სადაც ჩემს სახელს გამოაცხადებდნენ ყველგან რაჭა იქნებოდა და ეს ძალიან მახარებს დღემდე" - იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი. იხილეთ სრულად