ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა - ვინ მოხდვა Top-10-ში?
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების მიხედვით, ათეულში გადაინაცვლეს ირაკლი აზაროვმა, რომლის ღირებულება 3 მლნ ევროა, ასევე, 21 წლამდელთა ასაკში გაბრიელ სიგუამ - 2,5 მლნ ევროთი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდი ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.
გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:
- ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
- გიორგი მამარდაშვილი - 35 ევრო
- გიორგი მიქაუტაძე - 9 მლნ ევრო
- ირაკლი აზაროვი - 3,5 მლნ ევრო
- ოთარ კიტეიშვილი - 3 მლნ ევრო
- საბა საზანოვი - 3 მლნ ევრო