როგორ მოვიშოროთ ობი ბინაში? | Allnews.Ge

როგორ მოვიშოროთ ობი ბინაში?

ობი ჩნდება მაღალი ტენიანობის თბილ ოთახებში. განსაკუთრებით სველ წერტილებსა და სამზარეულოებში.ობს განსაკუთრებით „უყვარს“ გაურეცხავი თეფშები, დარჩენილი საკვები და მაცივრები. ობი არ ცხოვრობს საყინულეებში, მაგრამ სადაც საკვები ინახება მინიმალურ, მაგრამ დადებით ტემპერატურაზე, ობი შეიძლება აქტიურად გამრავლდეს.

პირადი სიფრთხილის ზომები და საჭირო ინსტრუმენტები

ობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა მისი გაჩენისა და ზრდის პირობების მუდმივი აღმოფხვრა. ბინაში რეგულარულად გადაწმინდეთ მტვერი, მორეცხეთ და მოამშრალეთ იატაკი. საჭიროა ყველა ოთახის ვენტილაცია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აბაზანასა და სამზარეულოს.

ობის ინფიცირებულ ადგილებთან მუშაობისას სახეზე გაიკეთეთ რესპირატორი ან სამედიცინო ნიღაბი, ხელზე კი ხელთათმანები. ეს დაიცავს თქვენს ფილტვებს ობის სპორების ჩასუნთქვისგან და კანს სოკოსთან პირდაპირი კონტაქტისგან.

კედლებზე ობის წინააღმდეგ ბრძოლის უმარტივესი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური გზაა, სპრეის ბოთლიდან სუფრის ძმრის შესხურება. გაჩენილი ლაქების რეგულარული დამუშავება გაანადგურებს მათ. რის შემდეგაც შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა, ოღონდ სოდის ხსნარით. გახსენით 1 კოვზი სოდა ჭიქა წყალში და კვლავ გამოიყენეთ სპრეის ბოთლი. ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ძმრის სუნი არ იქნება.

როგორ მოვაშოროთ ობი შპალერიდან და მის ქვეშ

აუცილებელია შპალერის ობისგან დაზიანებული უბნების მოცილება და შპატელით შპაკლის ან თაბაშირის ზედა ფენის ჩამოფხეკა. საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ ობის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებები, რომლებიც ხშირად იყიდება სპრეის ბოთლებში. მათი უმეტესობის ეფექტი მყისიერი იქნება. თითოეული პროდუქტის ეფექტურობა უშუალოდ პრაქტიკაში უნდა შემოწმდეს. იხილეთ სრულად

myquiz