ცნობილია ხდება სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა
გუშინ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 2008 წლის აგვისტოს ომის და კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც დღესდღეობით "ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი იყო.
მეორე დაღუპული კი ახალგაზრდა მამაკაცი რატი საგანელიძეა. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებმა AMBEBI.GE-ს დაუდასტურეს.
"დამუნჯებული ვარ დღეს, სიტყვები არ მყოფნის, როგორი ტკივილია გულში, არ მინდა დაჯერება. გამძლეობა ყველას !! ყოველთვის გვეყვარები უზომოდ", - წერს საგანელიძის მეგობარი "ფეისბუქში".