"ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე..." - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "მარიამ ლამაზი მაიამიდან": ინტერვიუ ცნობილ ინფლუენსერთან | Allnews.Ge

"ვოცნებობდი ფერადკანიან ქმარზე..." - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "მარიამ ლამაზი მაიამიდან": ინტერვიუ ცნობილ ინფლუენსერთან

“გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ მა­რი­ამ ლა­მა­ზი მა­ი­ა­მი­დან” - თუ "ტი­კტოკს“ ხში­რად სქ­რო­ლავთ, ეს თქვენ­თვის ნაც­ნო­ბი ფრა­ზა იქ­ნე­ბა. პო­ზი­ტი­ვით, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით სავ­სე 33 წლის ქალი თა­ვი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბით, ასე­ვე სა­მო­ტი­ვა­ციო კონ­ტენ­ტით ადა­მი­ა­ნებ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ნა­ხოთ მა­რი­ა­მის ვი­დეო და მის მი­მართ და­დე­ბი­თად არ გა­ნე­წყოთ, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს არ იშუ­რე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სო კი ასეთ კო­მენ­ტა­რებ­ზე ინფლუ­ენ­სე­რის რე­აქ­ცი­აა - მსგავს ნე­გა­ტივს ის თით­ქმის ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­ვით პა­სუ­ხობს.

თა­ვი­სი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის, ინფლუ­ენ­სე­რო­ბის და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, მა­რი­ამ ლა­მა­ზი Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.- მე ვარ 33 წლის გო­გო­ნა და ვერ გე­ტყვით ასე კონ­კრე­ტუ­ლად ვინ ვარ, ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა ჩემ შე­სა­ხებ, მაგ­რამ მოკ­ლე პა­სუ­ხით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, და გე­ტყვით რომ მე ვარ ინფლუ­ენ­სე­რი. მაქვს ბრი­ლი­ან­ტის ფორ­მის ტატუ, იმის ნიშ­ნად რომ მაქვს არა­ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უნი­კა­ლუ­რი მხა­რე და თავს ჩარ­ჩო­ებ­ში ვერ მო­ვაქ­ცევ, ერთ კონ­კრე­ტულ ად­გილს ვერ მი­ვა­კუთ­ვნებ სა­კუ­თარ თავს და არც ვჩერ­დე­ბი ერთ ად­გი­ლას, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ რაც თუნ­დაც ცო­ტა­ო­დენ ინ­ტე­რესს გა­მი­ჩენს.

mariamlamazi6-41012-1712551705.jpg

და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ გორ­ში, რი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, 2 წლის ასაკ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ სამ­შობ­ლოს ბო­ლომ­დე არ მოვ­წყვე­ტილ­ვარ და რე­გუ­ლა­რუ­ლად ვსტუმ­რობ­დი გორ­სა და თბი­ლისს. 20 წლის ასაკ­ში ამე­რი­კა­ში გა­დას­ვლა მო­მი­წია, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვა­პი­რებ­დი და დი­დად სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, ეს იყო მა­მის სურ­ვი­ლი, ახლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიგ­ვა­ღე­ბი­ნა მე და ჩემს ძმას.

და­ახ­ლო­ე­ბით 4 წელი ვცხოვ­რობ­დი ბოს­ტონ­ში, შემ­დეგ გა­და­ვე­დით მა­ი­ა­მი­ში სა­დაც დღემ­დე ვცხოვ­რობ. ჩემი მე­უღ­ლე არის ამე­რი­კე­ლი, ჰა­ი­ტე­ლი 43 წლის კაცი. 16 წლის იყო, რო­დე­საც მა­მა­მის­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა მა­ი­ა­მი­ში და მას მერე აქ ცხოვ­რობს.

აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მხიბ­ლავ­დნენ, ჩემი ქმა­რი ნამ­დვი­ლად ისე­თი მე­უღ­ლეა, რო­გორ­ზეც მი­ოც­ნე­ბია, რო­მელ­მაც კი­დევ ერთი ოც­ნე­ბა ამის­რუ­ლა, ყო­ველ­თვის მინ­დო­და რომ ჩემი შვი­ლე­ბი ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რად ჟღერს, მაგ­რამ რა ვქნა?! ასე­თი ოც­ნე­ბა მქონ­და. დღეს ორი ულა­მა­ზე­სი ბავ­შვის, ლე­ი­ლას და ლუ­კას დედა ვარ. იხილეთ სრულად