აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მამაკაცი არა ცოლმა, არამედ ცოლისძმამ მოკლა - ქალმა დანაშაული დაიბრალა: ახალი დეტალები, რომელმაც საქმე თავდაყირა დააყენა | Allnews.Ge

აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მამაკაცი არა ცოლმა, არამედ ცოლისძმამ მოკლა - ქალმა დანაშაული დაიბრალა: ახალი დეტალები, რომელმაც საქმე თავდაყირა დააყენა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­ტრე­დი­ა­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 4 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა და 1 პირს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის გარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ 4 პირი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლეს წა­რედ­გი­ნა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2 აპ­რილს, სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სამ­მა პირ­მა, კერ­ძოდ მე­უღ­ლის ძმებ­მა და ნა­თე­სავ­მა სცე­მეს.აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნა­ცე­მი მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბას აპი­რებ­და, რის გა­მოც მე­უღ­ლის ძმამ მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, და­ნით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა კი­დევ ორმა პირ­მა, მათ შო­რის მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლემ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დეს. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში მის მიერ არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი - მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა და­იბ­რა­ლა და თა­ვად აღი­ა­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 4 პირი 5 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „გ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) და 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ორ პირს ბრალ­დე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ჯგუ­ფუ­რად) და 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე), ხოლო კი­დევ ერთ პირს - ასე­ვე 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ მოკ­ლუ­ლი პი­რის მე­უღ­ლეს, მას სსკ-ის 109-ე მუხ­ლის „კ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა და მის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე) გრძელ­დე­ბა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

myquiz