რუსთავში ნაქირავები მანქანა გაყიდეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
რუსთავში ნაქირავები მანქანა გაყიდეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა, ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომელიც ნაქირავები იყო, 8 000 დოლარად მიყიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
მყიდველმა, მეორე დღეს, ავტომობილის გადაფორმებისას აღმოაჩინა, რომ ავტომობილი არ იყო იმ პირის საკუთრებაში, ვისგანაც შენაძენი გააკეთა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.