"გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს" - რას საქმიანობს დღეს და რას ამბობს ნაკრების ახლანდელ და წარსულის დიდ გამარჯვებებზე თენგიზ სულაქველიძე | Allnews.Ge

"გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრების მაისური არ ჩამიცვამს" - რას საქმიანობს დღეს და რას ამბობს ნაკრების ახლანდელ და წარსულის დიდ გამარჯვებებზე თენგიზ სულაქველიძე

ჩვენს წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თელს თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს მისი სა­ხე­ლო­ბის სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში ვეს­ტუმ­რე. ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლი და ნა­ხე­ვარმცვე­ლი დღე­საც ფორ­მა­შია და ისევ ფეხ­ბურთს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ახა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდა­ში დიდი წვლი­ლი შე­აქვს. ფეხ­ბურ­თის გა­რე­შე არც ვიცი, რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნაო - მი­თხრა... ჩემ­პი­ო­ნი, არა­ერ­თი პრი­ზი­სა და პრეს­ტი­ჟუ­ლი თა­სის მფლო­ბე­ლი,1988 წლის ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი, 1982 წლის ეს­პა­ნე­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე, სპორ­ტის რა­ინ­დის წო­დე­ბის მქო­ნე ფეხ­ბურ­თე­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რად დაგ­ვხვდა. ვი­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­სა­ო­ცარ წარ­მა­ტე­ბა­ზე, გა­ვიხ­სე­ნეთ წარ­სუ­ლი და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბიც დავ­სა­ხეთ.

- უდი­დე­სი საქ­მე გა­კეთ­და. უდი­დე­სი საქ­მეა, რო­დე­საც შენი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­დის. ეს იყო იმ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გი, რაც აქამ­დე იქნა გა­წე­უ­ლი, რაც გუ­შინ და დღეს არ და­წყე­ბუ­ლა. ყვე­ლა­ფე­რი თა­ო­ბებ­მა მო­ი­ტა­ნეს, ბი­ჭებ­მა, რომ­ლე­ბიც ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­დნენ - მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ამ შე­დე­გე­ბამ­დე მო­ვიდ­ნენ. სა­ერ­თოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. და­სა­მა­ლი რა არის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და (1991-1992 წლე­ბი), უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი იყო. არც მერე იყო ნაკ­ლე­ბი სირ­თუ­ლე­ე­ბი. ამი­ტომ 5-6 წელი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ჩემს აკა­დე­მი­ა­ში ვარ­ჯი­შობ­და, რად­გან ამის­თვის ად­გი­ლი თბი­ლის­ში არ იყო. ეს ბი­ჭე­ბი კი მა­შინ იყ­ვნენ - კა­ლა­ძე, კო­ბი­აშ­ვი­ლი, დე­მეტ­რა­ძე, იაშ­ვი­ლი... ახლა ნაკ­რებს სა­ო­ცა­რი პი­რო­ბე­ბი აქვს და ეს ფე­დე­რა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო­სი. პირ­ველ რიგ­ში კი თვი­თონ გუნ­დმა, თავ­და­დე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა. ასეთ თავ­და­დე­ბა, რაც ბერ­ძნებ­თან მატ­ჩის დროს იყო, იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა.

- ბერ­ძნე­ბი ძა­ლი­ან უხე­შობ­დნენ...

- და არას­პორ­ტუ­ლა­დაც იქ­ცე­ოდ­ნენ. იყო ხე­ლით ჩარ­ტყმე­ბიც და ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით უნ­დო­დათ, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა. მი­მაჩ­ნია, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ა­დან და­წყე­ბუ­ლი, მე­კა­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რად ითა­მა­შეს. გუნ­დი რომ იყო მო­ე­დან­ზე, ეს იგ­რძნო­ბო­და. მაქ­სი­მუ­მი, რაც შეძ­ლეს, და­დეს. ამის­თვის მად­ლო­ბა მად­ლო­ბა მათ. თა­მა­შამ­დე რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ას ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი, სა­დაც აღ­ვნიშ­ნე, ისე­თი გან­წყო­ბა მაქვს, რომ ნაღ­დად მო­ვი­გებთ და ევ­რო­პა­ზე გა­ვალთ-თქო... ფე­დე­რა­ცი­ამ ნაკ­რებს ხელი დი­დად შე­უ­წყო, რომ ბი­ჭებმ გარ­და თა­მა­ში­სა, არა­ფერ­ზე იფიქ­რონ. კი­დევ მეტი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ და კი­დევ მეტი და­ფი­ნან­სე­ბა ქარ­თულ ფეხ­ბურთს.

8c056e88-1477-478c-bfa8-a6f63782cefb-33785-1712384128.jpeg

- თქვე­ნი აკა­დე­მი­ის აღ­საზ­რდე­ლე­ბი­დან ვინ თა­მა­შობ­და 26 მარტს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში?

- საბა კვირ­კვე­ლია. მისი მწვრთნე­ლი ვახ­ტანგ კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი იყო, უბრწყინ­ვა­ლე­სი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენს აკა­დე­მი­ა­ში მუ­შა­ობ­და და საბა აქ გა­ი­ზარ­და. ვა­მა­ყობ, რომ ჩემი აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და. არ მინ­და, ვინ­მე გა­მო­ვარ­ჩიო, მაგ­რამ რად­გან საბა ვახ­სე­ნეთ, ვი­ტყვი, რომ რაც უთა­მა­შია, ეს ორი თა­მა­ში იყო სა­უ­კე­თე­სო.

- რო­გორც წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თელს იმ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და მო­ე­დან­ზე ყოფ­ნა არ გინ­დო­დათ?

- რა თქმა უნდა, მინ­დო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად რა­ზეც გული მწყდე­ბა, ეს არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი არ ჩა­მიც­ვამს.10 წელი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებ­ში კი ვი­თა­მა­შე, მაგ­რამ ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბი იყო. ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ი­სუ­რი მცმო­და და ერთი თა­მა­ში ამ მა­ი­სუ­რით მა­ინც მე­თა­მა­შა, - ეს სხვა რა­მეა... იხილეთ სრულად

myquiz