"მას ევროპის წამყვანი კლუბები აკვირდებიან"- რა არის ცნობილი 16 წლის ვახო სალიაზე, რომელსაც ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ
16 წლის ვახტანგ (ვახო) სალიას დებიუტი "დინამოს" პირველი გუნდის შემადგენლობაში შარშან შედგა, დღეს ის უკვე წარმატებით ეხმარება გუნდს. ვახო "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და თბილისური კლუბის სისტემაში 2016 წელს, 9 წლის ასაკში ჩაირიცხა.
12 მარტს სწორედ მისი გოლით მოახერხა "დინამომ" საშინაო მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" ძლევა.
უკვე კარგა ხანია ამ პატარა ბიჭის გარშემო არ წყდება მითქმა-მოთქმა. მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევენ და ხან "ქართველ მარგალიტს" უწოდებენ, ხანაც "ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს", რაც სულაც არ არის გადაჭარბებული შეფასებები, რაშიც ადვილად დარწმუნდებით, თუ მის თამაშს ერთხელ მაინც ნახავთ.
ის იცავდა U16-სა U17 -ს ღირსებასაც.
ბრიტანული HITC-ის ცნობით, მისით ამ ეტაპზე "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულები და მის შეძენას განიხილავენ. იხილეთ სრულად