პარლამენტის სხდომაზე, გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ პროექტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - ხატია დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და „ნაგავი“ უწოდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტის განხილვა.
რეპლიკებით ერთმანეთს ხატია დეკანოიძემ და „გირჩის“ დეპუტატებმა მიმართეს. დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და "ნაგავი" უწოდა.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ "გირჩის" საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.
პროექტს "ქართული ოცნების" უმრავლესობა უჭერს მხარს.
პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, "საარჩევნო კოდექსში" სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.
მმართველის უმრავლესობის მხარდაჭერით "გირჩის" ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და უყრის კენჭს.