"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ | Allnews.Ge

"მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი" - გზა ფეხბურთელისა, რომელსაც "ქართველ მესის" ეძახდნენ

ბოლო ხანს ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხში­რად კა­მა­თობს იმა­ზე, უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს თუ არა ვილი სა­ნი­ოლ­მა ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი არა­ბი­ძე ნაკ­რებ­ში.

"ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის სურ­ვი­ლია და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად ვარ, ნაკ­რებს და­ვეხ­მა­რო. და­ნარ­ჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა იწე­რე­ბო­და ზამ­თარ­ში - მე დღეს ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ და ამ კლუ­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბი“, - თქვა გი­ორ­გიმ მარ­ტის და­სა­წყის­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩე­ბის წინ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე.

თუმ­ცა ის არც ამ­ჯე­რად გა­მო­ი­ძა­ხეს... გა­დამ­წყვეტ მატ­ჩამ­დე ორი კვი­რით ადრე, სა­ნი­ოლ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე ახ­სნა:

"არა­ბი­ძე? მო­თა­მა­შე­ე­ბი შე­ვარ­ჩიე გა­მოც­დი­ლე­ბით და შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბით. სულ არის კა­მა­თი, ვინ უნდა გა­მო­ვი­ძა­ხოთ და ვინ - არა. არა­ბი­ძე გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ა­ში მო­ი­აზ­რე­ბო­და, რად­გან კარ­გი სე­ზო­ნი ჰქონ­და. მას ახ­ლაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მაგ­რამ მისი თა­მა­შის ინ­ტენ­სი­ვო­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ვი­ყა­ვი. ლი­ო­ნელ მესი ერ­თა­დერ­თია, ვი­საც აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის გა­რე­შე ითა­მა­შოს. იმე­დია, გი­ორ­გი ამას გა­მო­ას­წო­რებს“.

435286874-952308889628556-5478926623292634991-n-46460-1712206520.jpg

"გი­ორ­გი არა­ბი­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და პატ­რი­ო­ტია. ლო­გი­კუ­რია, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში არ­გა­მო­ძა­ხე­ბის გამო ის გულ­და­წყვე­ტი­ლია, მაგ­რამ ჩვენ, ვი­საც მას­თან კლუბ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ვი­ცით მისი ხა­სი­ა­თი, გვეს­მის, რომ ეს მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა და მო­ე­დან­ზე იმა­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი გავა, ვიდ­რე მა­ნამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და "ტორ­პე­დოს" მწვრთნელ­მა სტივ კინ­მა სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას".

ეროვ­ნუ­ლი ლი­გის მე-6 ტურ­ში "კოლ­ხეთ­თან" ან­გა­რი­შით 3:2 მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ კი კინ­მა დუბ­ლი­სა და ასის­ტის ავ­ტო­რის, გი­ორ­გი არა­ბი­ძის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და:

"დღე­საც რომ პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ვმუ­შა­ობ­დე, გი­ორ­გი არა­ბი­ძე იქ­ნე­ბო­და პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც ინ­გლის­ში წა­ვიყ­ვან­დი. ის ლი­დე­რია და ზუს­ტად ეს გა­მო­არ­ჩევს სხვე­ბის­გან - ზე­წო­ლის ქვეშ თა­მა­ში მის­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა შე­უძ­ლია. კა­პიტ­ნის სამ­კლა­ვუ­რით გა­მო­ვი­და და სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც დღეს მო­ე­დან­ზე გას­წია, სი­ტყვე­ბით შე­უ­ფა­სე­ბე­ლია". იხილეთ სრულად