ვახტანგ ძაბირაძე: "როცა არ გაქვს დემოკრატია, არც დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ. ეს კანონი ზუსტად ისევე იმუშავებს, როგორც რუსეთში მუშაობს" - რას ცდილობს "ოცნება" და უნდა ველოდოთ ისევ აქციებს?
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ ინიციირებას აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით შევა, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ჩანაცვლდება. "ოცნების“ ამ ინიციატივას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციამ "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააპროტესტა, მას რუსული კანონი უწოდა და ევროკავშირზე პირდაპირ უარის თქმად შეაფასა.
"ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ!" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "რაღაც ბნელ ფულს იღებენ“.
"ქართული ოცნების“ არგუმენტები არ მაინტერესებს, ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ბნელ ფულს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, სხვა ლოგიკური და ნორმალური ახსნა ამას არ აქვს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
"არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს "რუსული“ უწოდა.
რისთვის სჭირდება და რატომ ცდილობს ხელისუფლება ერთხელ უკან გაწვეული კანონის კვლავ კბილებით გატანას, ამ კითხვებზე ambebi.ge - ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს:
15:36 / 03-04-2024 საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ ინიციირებას აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით შევა, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ჩანაცვლდება. "ოცნების“ ამ ინიციატივას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციამ "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააპროტესტა, მას რუსული კანონი უწოდა და ევროკავშირზე პირდაპირ უარის თქმად შეაფასა.
"ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ!" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა. ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "რაღაც ბნელ ფულს იღებენ“.
"ქართული ოცნების“ არგუმენტები არ მაინტერესებს, ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ბნელ ფულს იღებს. არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, სხვა ლოგიკური და ნორმალური ახსნა ამას არ აქვს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
"არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს "რუსული“ უწოდა.
რისთვის სჭირდება და რატომ ცდილობს ხელისუფლება ერთხელ უკან გაწვეული კანონის კვლავ კბილებით გატანას, ამ კითხვებზე ambebi.ge - ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს:
"მოსალოდნელი იყო, რომ "ქართული ოცნება“ ამ თემას ისევ დაუბრუნდებოდა გამომდინარე იქიდან, რა მიზანიც აქვს და რა დიაპაზონშიც ის ცდილობს საარჩევნო პროპაგანდის გამართვას, მოგებას და ა.შ. პრინციპში, ბოლო პერიოდში მათ გამოსვლებში მუდმივად ჩანს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე შეტევა (რასაც ისინი კრიტიკას უძახიან). რაც შეეხება კანონს, ძალიან მნიშვნელოვანია ორი რამ:
1. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ ყველგან უნდა იყოს, სადაც კი პოლიტიკურ თემასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეხება ხდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ასეც უნდა იყოს და ხალხმა უნდა იცოდეს, სად და როგორ მიდის თანხები. იხილეთ სრულად