რატომ და როგორს ასუქებს სტრესი? | Allnews.Ge

რატომ და როგორს ასუქებს სტრესი?

რატომ გვასუქებს სტრესი? ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ პროცესს აქვს მკაცრად მეცნიერული საფუძველი.

სტრესის დროს ბევრი ადამიანი მიდრეკილია არაჯანსაღი საკვების ჭამისკენ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესის ჰორმონის კორტიზონის, ასევე გრელინის, შიმშილის ჰორმონის მომატებული დონის გამო. ისინი ასტიმულირებენ მადას და აძლიერებენ ცხიმისა და შაქრის (ნახშირწყლების) შეწოვას.

სტრესის პირობებში, ბევრი ინსტინქტურად ისწრაფვის სწრაფი კვების და სხვა არაჯანსაღი ვარიანტებისკენ. გარდა ამისა, შაქრის შემცველი საკვები ზრდის სეროტონინის დონეს, ტვინში წარმოქმნილ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც თავს კარგად და ბედნიერად გვაგრძნობინებს. სეროტონინი თრგუნავს თავის ტვინში განგაშის სიგნალებს და ამით აქრობს სტრესს.

პანკრეასი აწარმოებს ჰორმონ ინსულინს უჯრედებისთვის ნახშირწყლების ენერგიის მისაწოდებლად. თუმცა, ქრონიკული სტრესის დროს ეს მექანიზმი ირღვევა და შესაძლოა ინსულინმა ისე არ იმუშაოს, როგორც საჭიროა. იხილეთ სრულად

myquiz