"რომ გითხრათ, რამდენს იღებს, შესაძლოა, გაგეცინოთ, შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც ამ ხელფასზე იმუშავებდა“ - კალაძე სანიოლის ხელფასის რაოდენობას ასახელებს | Allnews.Ge

"რომ გითხრათ, რამდენს იღებს, შესაძლოა, გაგეცინოთ, შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, რომელიც ამ ხელფასზე იმუშავებდა“ - კალაძე სანიოლის ხელფასის რაოდენობას ასახელებს

სა­ფეხ­ბურ­თო წარ­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეი­ფო­რია კვლავ გრძელ­დე­ბა. თბი­ლი­სის მერი, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ­ზე, ვილი სა­ნი­ოლ­ზე სა­უბ­რობს.

მისი თქმით, სა­ნი­ო­ლის­თვის თან­ხა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა.

"რას ვა­ფა­სებ ამ ადა­მი­ან­ში - მის­თვის თან­ხა და ფი­ნან­სე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა პირ­ველ ად­გილ­ზე, პი­რი­ქით. რომ გი­თხრათ, რა ხელ­ფასს იღებს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, შე­საძ­ლოა, გა­გე­ცი­ნოთ - 20 ათა­სია მისი ხელ­ფა­სი. შე­იძ­ლე­ბა, ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლი ვერ გვე­ნა­ხა, რო­მე­ლიც აი­ღებ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და ამ ხელ­ფას­ზე იმუ­შა­ვებ­და“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ "იმედ­თან".

ცნო­ბის­თვის, 26 მარტს, სა­ქარ­თვე­ლომ "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. ჩვენ­მა გუნ­დმა სა­ბერ­ძნე­თი და­ა­მარ­ცხა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ითა­მა­შებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

myquiz