რამ გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება? - გზების დეპარტამენტის განმარტება | Allnews.Ge

რამ გამოიწვია თბილისისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება? - გზების დეპარტამენტის განმარტება

სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 26-ე კმ-ზე, მდი­ნა­რე არაგ­ვის ხიდ­ზე (მარ­ცხე­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბა), და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში დას­რულ­დე­ბა და მოძ­რა­ო­ბა ორი­ვე ზოლ­ზე გა­იხ­სნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს, რი­თაც 31 მარტს თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­მოწ­ვე­ულ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ცობს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გუ­შინ, აღ­ნიშ­ნულ სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მოქ­მნილ­მა სა­ცობ­მა გა­მო­იწ­ვია თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ ზოლ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ფერ­ხე­ბა

მიმ­დი­ნა­რე წლის 21 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მდი­ნა­რე არაგ­ვის ხიდ­ზე (მარ­ცხე­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბა), და­ზი­ან­და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი და სა­ჭი­რო­ებ­და აღ­დგე­ნას, ხოლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ ერთ სა­მოძ­რაო ზოლ­ზე, და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბო­და

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლია და დრო­ის მცი­რე პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

გუ­შინ, ობი­ექ­ტზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და მუშა პერ­სო­ნა­ლი, რად­გან მიმ­დი­ნა­რე­ობს ბე­ტო­ნის შე­სა­ბა­მი­სი სიმ­ტკი­ცის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი, რის შემ­დე­გაც ხი­დის სა­ვალ ნა­წილ­ზე და­ი­გე­ბა ას­ფალტ-ბე­ტო­ნის სა­ფა­რი და შე­ზღუ­დულ ზოლ­ზე მოძ­რა­ო­ბა გა­იხ­სნე­ბა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი აშე­ნე­ბუ­ლია გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, ლი­თო­ნის მა­ლის ნა­შენ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია რკი­ნა­ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი და მო­წყო­ბი­ლია ას­ფალტ-ბე­ტო­ნის სა­ფა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, პე­რი­ო­დუ­ლად ზი­ან­დე­ბა ფილა, რაც შემ­დგომ სა­ჭი­რო­ებს რკი­ნა­ბე­ტო­ნის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ფი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის დაშ­ლას, ქარ­გი­ლის მო­წყო­ბას, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფი­ლე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის არ­მა­ტუ­რით გაძ­ლი­ე­რე­ბას და მა­ღა­ლი სიმ­ტკი­ცის ბე­ტო­ნით შევ­სე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz