"სამნი ვიდექით, მუსლიმანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი და ღმერთს შევთხოვდით გამარჯვებას" - რას ჰყვება ცნობილ ფოტოზე ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლით გამოწვეული ვნებათაღელვა კვლავ გრძელდება. მთელი საქართველო უკვე რამდენიმე დღეა საფეხბურთო გამარჯვების სიხარულით ტკბება.
მატჩიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კადრი იყო თუ როგორ ლოცულობდა ვილი სანიოლის თანაშემწე, მის გვერდით იდგნენ ვილი და ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე.ამ ემოციებზე ჭუმბურიძემ "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს. სამნი ვიდექით, მუსლიმანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი და ღმერთს შევთხოვდით გამარჯვებას და ეს კადრი იყო ზუსტად ამის ამსახველი. მართლაც საოცარი კადრი იყო, რომელიც მერე ვნახე. მადლობა უფალს, რომ გავიმარჯვეთ", - აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ