საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა - სად იყო ეპიცენტრი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
"თბილისის დროით 17:50 საათზე, მოხდა მეორე მიწისძვრა ონთან, მაგნიტუდით 4.0" - წერია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები იგრძნობოდა ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, საჩხერისა და ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.