როგორ ითვლება ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება? - „ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კიდევ გაიზრდება“ | Allnews.Ge

როგორ ითვლება ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება? - „ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კიდევ გაიზრდება“

„დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება ჩემპიონატის შემდეგ კიდევ გაიზრდება“, - ამის შესახებ FA Players Agents-ის FIFAS ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტი მალხაზ მუსერიძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს.

მუსერიძემ განმარტა, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება. მისი თქმით, ღირებულების დასათვლელად ადგილობრივი ჩემპიონატის შედეგად მიღებულ შედეგებს, ასაკობრივ კატეგორიასა და ფეხბურთელის პოტენციალს იყენებენ.

„ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი. ეს არის ადგილობრივი ჩემპიონატის დონე, მისი პირადი შედეგიანობა ადგილობრივ ჩემპიონატში, არის თუ არა ის ასაკობრივი ან ეროვნული ნაკრების წევრი, პოტენცია. ამას სპეციალისტები აკვირდებიან და სწავლობენ. შესაბამისად, დგება ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება. იხილეთ სრულად

myquiz