ბოსტნეულები, რომლებიც ძალიან ხშირად არ უნდა მიირთვათ - იხილეთ მიზეზი | Allnews.Ge

ბოსტნეულები, რომლებიც ძალიან ხშირად არ უნდა მიირთვათ - იხილეთ მიზეზი

ამ ბოსტნეულის ყოველდღიურად მოხმარებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ თქვენს წონაზე, არამედ თქვენს ჯანმრთელობაზეც.

ექსპერტები გამუდმებით გვახსენებენ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებს. ბოსტნეული დღეს ყველაზე უსაფრთხო საკვებად ითვლება, თუმცა სინამდვილეში ეს მიდგომა ყველა სახის ბოსტნეულზე არ ვრცელდება.

ზოგიერთი ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის პოტენციური რისკებს შეიცავს, თუმცა ეს მომზადებაზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ბოსტნეულს მარილი მოაყარეთ და შეწვით, მაშინ მისი სარგებლიანობა იკლებს. ზოგ შემთხვევაში კი საქმე პესტიციდებიშია, რადგან ზოგიერთი კულტურების მოყვანისას მას განსაკუთრებით ხშირად იყენებენ. ეს ყველაფერი ყოველდღიური მენიუს დაგეგმვისას გასათვალისწინებელია.

ექსპერტები გირჩევენ განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ ამ ცხრა ბოსტნეულთან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თქვენზეა და შეგიძლიათ საკუთარ გამოცდილებას და შეხედულებებს ენდოთ.

ნიახური

იმის მიუხედავად, რომ უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ეს ბოსტნეული არ არის ისეთი ჯანსაღი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის მუდმივად ლიდერობს პესტიციდების შემცველობით - აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, მასში 68-მდე სახეობაა ნაპოვნი. დარჩენილი წამყვანი ადგილები, როგორც წესი, კენკრაზე მოდის.

ისპანახი

ისპანახი ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ საკვებად ითვლება, რადგან A და K ვიტამინებითაა სავსე. აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებებიც. თუმცა, როდესაც არასეზონურ ისპანახს ყიდულობთ, ორმოცდაათამდე პესტიციდის ზემოქმედებას რისკავთ. ამიტომ უმჯობესია ფული სეზონურ პროდუქტებზე დახარჯოთ.

ბროკოლი

უშუალოდ ბროკოლი არ არის მავნე ჯანმრთელობისთვის, მაგრამ შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს. რეკომენდირებულია ბროკოლის არა ყოველდღიურად, არამედ დროდადრო გამოყენება. იხილეთ სრულად

myquiz